среда, 7 мая 2014 г.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი
განმარტება გააკეთა, რითაც  ზღვარი გაავლო ბინის ხელშეუხებლობის დარღვევისა და
იძულების დანაშაულებს შორის (ix. განაჩენი #202აპ-13). .
ქუთაისის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ ხ. ჩ. ცნობილ იქნა
დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 160-ე მუხლის
პირველი ნაწილით, კერძოდ: ხ. ზ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების
შემდეგ დაზარალებულს სთხოვდა შერიგებას, მასთან საცხოვრებლად გადასვლას, ხოლო უარის
გამო აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მოკვლით. დადგენილია, რომ
შემთხვევის დღეს ხ. ზ. ემუქრებოდა და აგინებდა დაზარალებულს, მისი სახლის კარს
ურტყამდა ფეხს.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებები (მუქარა, გინება, კარზე ფეხის
არაერთჯერადი დარტყმა) წარმოადგენს დაზარალებულის ფსიქიკურ იძულებას, მისი ნების
საწინააღმდეგოდ, შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს და ნაგირავებ სახლში ეცხოვრა მასთან
ერთად. შესაბამისად, სახეზეა ხ. ზ-ს განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო
დაზარალებულის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება (შერიგებოდა და
ეცხოვრა მასთან ერთად), რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის
უფლებას წარმოადგენდა.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დ ასჯად ქმედებას წარმოადგენს ადამიანისათვის ქმედების
თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს
ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას
წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავი სი ნება- - სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, ხოლო ამ დანაშაულის
შემადგენლობა სახეზეა, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება,
რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი
გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად
დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - -
მსხვერპლის ნება- - სურვილის საწინააღმდეგო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო
სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად
შეაფასა და კვალიფიკაციაც არასწორად განსაზღვრა, როდესაც მსჯავრდებულ ხ. ზ-ს მსჯავრი
დასდო საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ბინაში
მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლის მცდელობაში, რომელიც არღვევს ბინის
ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, მაშინ, როდესაც ხ. ზ-მა ჩაიდინა იძულება
- ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. ფსიქიკური იძულება,
შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას
წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით.
საბოლოოდ, ხ. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამასთან,
მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე შეუმცირდა და იგი გათავისუფლდა
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
№202აპ-13 26 მარტი, 2014 წელი
ზ. ხ., 202აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით: :
პაატა  სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია  ოშხარელი , გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ზ-ის საკასაციო საჩივარი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის
2 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითინაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენით ხ ხ. . ზ ზ, , –
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტით - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის
მცდელობისათვის, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას,
ჩადენილი ძალადობის მუქარით და სსკ-ის 238 1 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით -
ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ხ. ზ-ს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან - ი. რ-სთან, რომელიც
ცხოვრობდა განცალკევებით, ქ. №–ში მდებარე, დროებით სარგებლობაში არსებულ
ბინაში. ხ. ზ. არაერთგზის, ძალადობის გამოყენების მუქარით შეეცადა მეუღლესთან
შერიგებას, თუმცა უშედეგოდ. რადგან ი. რ. არ დათანხმდა შერიგებას, განაწყენებულმა
განიზრახა მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ შეღწევა და
ურთიერთობის გარკვევა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2012 წლის 28
დეკემბერს, დაახლოებით 01 საათზე, მთვრალი ხ. ზ. მივიდა ზემოაღნიშნულ
მისამართზე და ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა გინებასა და
საცხოვრებელი ბინის კარზე არაერთგზის ფეხის ძლიერად დარტყმაში, შეეცადა ი. რ-ს
ნების საწინააღმდეგოდ, მის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ
შეღწევას.
ქუთაისის  სააპელაციო  სასამართლოს 2008  წლის  29  მაისის  განაჩენით
ნასამართლევმა ხ. ზ-მა 2012 წლის 28 დეკემბერს ქ., დავით აღმაშენებლის გამზირზე,
მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ცივი იარაღი – დანა, რაც ამოიღეს მისი პირადი
ჩხრეკისას.
ხ. ზ-ს ზემოაღნიშნული დანაშაულებისათვის მიესაჯა:
სსკ–ის 19,160–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების
აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 238 1 –ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა – 1000 ლარი.
სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა
ნაკლებად მკაცრი და ხ. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 2 წლით
თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ზ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 28 დეკემბრიდან.
ამასთან, გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების ბედი: ცივი იარაღი – დანა,
რომელიც  ინახება  ქუთაისის  საქალაქო  სამმართველოს  პოლიციის  პირველ
განყოფილებაში,  საქმეზე  საბოლოო  გადაწყვეტილების  მიღების  შემდეგ  უნდა
განადგურდეს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. ზ-მა და ითხოვა
გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: სსკ-ის 19,160-ე მუხლთან
მიმართებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013
წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი – მსჯავრდებული ხ. ზ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი
უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მხოლოდ ის ფაქტი, რომ ფეხი მიარტყა კარს, არ ნიშნავს იმას, რომ მას კარის
შემტვრევის ან ჩამოღების განზრახვა ჰქონდა. აღნიშნული ქმედება გამოწვეული იყო
მეუღლეზე განაწყენებით, რომელიც სახლში იყო და კარს არ უღებდა, ხოლო
ტელეფონით ატყუებდა, რომ თითქოს სახლში არ იყო. მათ შორის არსებობდა მხოლოდ
ოჯახური კონფლიქტი, რომლის მოსაგვარებლადაც სურდა მეუღლესთან შეხვედრა.
სსკ-ის 160-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა ბინაში უკანონო შეღწევა, შეჭრა,
რომელიც არღვევს ბინის მესაკუთრის ან მფლობელის ხელშეუხებლობას. მოცემულ
შემთხვევაში კი იგი ბინაში საერთოდ არ შესულა. ამ სახლში ცხოვრობდნენ მისი
მეუღლე და შვილები და მასაც ჰქონდა იქ ცხოვრების უფლება, რადგან სხვა
საცხოვრებელი არ გააჩნდა.
ამასთან, კასატორი უთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ეზოში
და არა სადარბაზოში, ბინის კართან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ხ. ზ. საკასაციო
საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის
განაჩენის შეცვლას და სსკ-ის 19,160-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას.
სამოტივაციო  ნაწილი:
საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი,
შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ
საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას სსკ-ის 19,160-ე
მუხლით  გათვალისწინებული  დანაშაულისათვის  წარდგენილ  ბრალდებაში
გამართლების  თაობაზე  და  საქმეზე  გამოკვლეული  მტკიცებულებების
გათვალისწინებით, ხ. ზ-ის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედება (გინება,
მოკვლის მუქარა, კარზე ფეხის არაერთი დარტყმა, რასაც წინ უძღოდა ხ. ზ-ის მიერ
მეუღლის ტელეფონზე არაერთხელ განხორციელებული სიცოცხლის ხელყოფის მუქარა
შერიგებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მისი
განხორციელების რეალური შიში), რაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად
მიიჩნია, წარმოადგენს იძულებას - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო
შეზღუდვას,  ე.ი.  ფსიქიკურ  იძულებას,  შეასრულოს  მოქმედება,  რომლის
განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა
საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება,
კერძოდ:
მოწმე (დაზარალებული) ი. რ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულ
ხ.  ზ-ის  მეუღლე,  ვისთან  ერთადაც,  კონფლიქტური  ურთიერთობისა  და
ნასამართლობის  გამო,  წლებია  აღარ  ცხოვრობს.  ხ.  ზ.  სასჯელაღსრულების
დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთხელ დაუკავშირდა მას, სთხოვდა
შერიგებას და თანაცხოვრებას დაგირავებულ სახოვრებელ ბინაში, რაზეც მისგან უარი
მიიღო. 2012 წლის 27 დეკემბრის დილიდან კვლავ არაერთხელ დაუკავშირდა
ტელეფონით ანალოგიური მოთხოვნით. უარის მიღების შემდეგ მიაყენა სიტყვიერი
შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ბინაში მისვლითა და მოკვლით. აღნიშნულ დღეს,
დაახლოებით  24  საათიდან  28  დეკემბრის  პირველ  საათამდე,  მან  გაიგონა
საცხოვრებელი ბინის კარზე ძლიერი დარტყმისა და გინების ხმა. სათვალთვალოდან
დაინახა, რომ კართან იდგა მისი მეუღლე ხ. ზ., რომელიც აგინებდა და ემუქრებოდა. ხ.
ზ. ითხოვდა კარის გაღებას, ასევე ფეხის დარტყმით ცდილობდა მის შენგრევას.
ხმაურზე მივიდა მისი მეზობელი, რომელმაც მალევე დატოვა იქაურობა.
მოწმე ი. რ-ის განმარტებით, მან იფიქრა, რომ ყოფილი მეუღლე ხ. ზ. კარს
შეანგრევდა, რისიც შეეშინდა და დასახმარებლად გამოიძახა პოლიცია, რომელმაც
დააკავა ბრალდებული.
მოწმე გ. ჭ-ს (საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის
თანაშემწე - გამომძიებელი) ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს
ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - ქ.
ქუთაისში,  რომელიც  დაათვალიერა  დაზარალებულ  ი.  რ-ის  თანხმობით.
საცხოვრებელი  ბინის  კარს  აღენიშნებოდა  ფეხსაცმლის  კვალი,  რომელიც
დაზარალებულის განმარტებით, დატოვებული იყო მისი ყოფილი მეუღლის - ხ. ზ-ის
მიერ, რომელიც აგინებდა, ემუქრებოდა მოკვლით და ფეხებს ურტყამდა კარს.
მოწმე ა. ა-ის (საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის
თანაშემწე - გამომძიებელი) ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს
პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ქ. ქუთაისში, მდებარე ი. რ-ის ბინაში, ვიღაც
ცდილობდა უკანონოდ შეღწევას და იგინებოდა. ოპერატიული ჯგუფი გავიდა
შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ნასვამი ხ. ზ., რომელიც იგინებოდა და ფეხებს
ურტყამდა ერთ-ერთ კარს. დაკავების შემდეგ მას ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და
სხვადასხვა ნივთთან ერთად ამოუღეს დასაკეცი დანა. დაკავებულს მათ მიმართ
აგრესია არ გამოუხატავს, თუმცა ი. რ-ს ემუქრებოდა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - გ. ნ-მ და რ.
გ-მა (საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე -
გამომძიებელი).
მოწმე ი. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ქ. ქუთაისში, მე-2 სართულზე
მდებარე ბინის მესაკუთრე. ეს ბინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების
საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადასცა ი. რ-ს. მან ი. რ-საგან იცოდა, რომ
ცხოვრობდა მეუღლისაგან განცალკევებით, ხოლო გამომძიებლისგან გაიგო, რომ ი. რ-
სთან მივიდა მისი მეუღლე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა ბინაში
შეღწევას, რაც ი.რ-მაც დაუდასტურა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 30 მაისს ი. გ-სა და ი. რ-ს
შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ი. გ-ს
საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, , დროებით სარგებლობაში
გადაეცა ი. რ-ს.
მოწმე მ. ლ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქუთაისში, დავით ში. 2012
წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში მეორე სართულიდან შემოესმა არაერთჯერადი,
ძლიერი დარტყმის ხმა. იგი ავიდა და დაინახა, რომ უცხო მამაკაცი იგინებოდა და ფეხს
ურტყამდა ი. რ-ის კარს. მას შეეშინდა და დაბრუნდა ბინაში.
ბრალდებულმა ხ. ზ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ ბინის ხელშეუხებლობის
დარღვევის მცდელობის ეპიზოდში და განმარტა, რომ 2012 წლისს 27 დეკემბერს
მივიდა მეუღლესთან ქუთაისში, მდებარე ბინაში, დააკაკუნა კარზე, თუმცა არ გაუღეს,
რის შემდეგაც დაურეკა ტელეფონზე და სთხოვა კარის გაღება. ი. რ-მ უპასუხა, რომ
სახლში არ იყო. ბრალდებულმა შენიშნა, რომ ბინაში შუქი აინთო, რაზეც გაბრაზდა და
კარს ჯერ ხელი, ხოლო შემდეგ ძლიერად ორჯერ დაარტყა ფეხი. ითხოვდა შვილის
ნახვას, რაზეც მეუღლემ უპასუხა, რომ შეეძლო დაერეკა ბაიასთან, მისულიყო და ენახა
ბავშვი. მეუღლის ასეთი პასუხი და ცინიკური დამოკიდებულება მისთვის რთული
ასატანი იყო და კიდევ ერთხელ დააპირა ფეხის დარტმა. ამ დროს შეამჩნია ქალბატონი,
რომელიც მალევე გაბრუნდა უკან. ხ. ზ-მა კიდევ ერთხელ დაარტყა ფეხი კარს, შემდეგ
შემობრუნდა და ჩავიდა კიბეზე. სადარბაზოსთან იგი პოლიციელებმა დააკავეს, ხოლო
ჩხრეკისას სხვა ნივთებთან ერთად ამოუღეს დანა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია
ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს
ბინის  მფლობელობის  ხელშეუხებლობას,  ხოლო  აღნიშნული  დანაშაულის
მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ძალადობით ან ძალადობის
მუქარით.
ქმედების  აღნიშნული  მუხლით  დაკვალიფიცირებისათვის  აუცილებელია
დადგინდეს  დანაშაულის  სუბიექტის  პირდაპირი  განზრახვა,  რომელსაც
გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ
ბინაში შესვლა. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონოდ შესვლისთანავე.
საქართველოს  სსკ-ის  მე-19  მუხლის  1-ლი  ნაწილის  თანახმად,  დანაშაულის
მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული
იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხ. ზ-მა,
მართალია, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი დაზარალებულ ი. რ-ის სარგებლობაში
არსებულ ბინის კარს, აგინებდა მას და ემუქრებდა, მაგრამ მის მიერ ფაქტობრივად
განხორციელებული მოქმედებით ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა რკინის კარის
შენგრევა და საცხოვრებელ ბინაში შეღწევა. განმსაზღვრელია ის გარემოება, რომ საქმეში
არსებული მტკიცებულებების თანახმად, ხ. ზ-ს არ უცდია ბინის კარის გაღება ისეთი
საშუალებებით, რომლებიც მას მისცემდა რეალურ შესაძლებლობას, ი. რ-ის ნების
საწინააღმდეგოდ, შეეღწია ბინაში. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ
არსებობს სსკ-ის მე-19 მუხლით გათვალისწინებული განზრახი ქმედება, რომელიც
უშუალოდ მიმართული იყო ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ
შესვლისაკენ. შესაბამისად, ხ. ზ-ის ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის
19,160-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
საკასაციო  პალატა  აღნიშნავს,  რომ  დასჯად  ქმედებას  წარმოადგენს
ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან
ფსიქიკური  იძულება,  შეასრულოს  ან  არ  შეასრულოს  მოქმედება,  რომლის
განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე
განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება
შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, ხოლო ამ დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ
პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის
განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი
გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ
დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო,
ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ხ. ზ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ დაზარალებულ ი.
რ-ს სთხოვდა შერიგებას, მასთან საცხოვრებლად გადასვლას, რაც ბრალდებულმაც
დაადასტურა, ხოლო უარის გამო აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა
მოკვლით. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის
დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ხ. ზ. ემუქრებოდა და
აგინებდა ი. რ-ს, კარებს ურტყამდა ფეხს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების
გათვალისწინებით, ხ. ზ-ის ქმედებები (მუქარა, გინება, კარზე ფეხის არაერთჯერადი
დარტყმა) წარმოადგენს ი. რ-ის ფსიქიკურ იძულებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ,
შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს და ნაგირავებ სახლში ეცხოვრა მასთან ერთად.
შესაბამისად, სახეზე გვაქვს ხ. ზ-ს განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული
იყო ი. რ-ის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება (შერიგებოდა და
ეცხოვრა მასთან ერთად), რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება
დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე,
რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
სამართლებრივად არასწორად შეაფასა და კვალიფიკაციაც არასწორად განსაზღვრა,
როდესაც მსჯავრდებულ ხ. ზ-ს მსჯავრი დასდო საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლის
მცდელობაში, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის
მუქარით, მაშინ, როდესაც ხ. ზ-მა ჩაიდინა იძულება - ადამიანისათვის ქმედების
თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება,
რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს,
ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება,
დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება
მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ხ. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,160-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე
მუხლის პირველ ნაწილზე.
რაც შეეხება სსკ-ის 238 1 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ
დანაშაულს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხ. ზ-ის ბრალეულობა ამ ეპიზოდში
სრულად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით: ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს  2008  წლის  29  მაისის  განაჩენით,  პირადი  ჩხრეკის  ოქმით,
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნთ, მოწმეების - გ. ნ-სა და ა. ა-ის ჩვენებებით, რაც
აღიარა მსჯავრდებულმა ხ. ზ-მაც.
მსჯავრდებულ ხ. ზ-ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას საკასაციო
პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის
წარსულ  ცხოვრებას,  ჩადენილი  ქმედებების  სიმძიმესა  და  საზოგადოებრივ
საშიშროებას, რის გამოც მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. ზ-ს სასჯელის ზომად უნდა
განესაზღვროს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული
სასჯელის მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც საკმარისი ზომა მისი
გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის. რაც შეეხება მისთვის სსკ–ის 238 1 –ე
მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმას, იგი უნდა დარჩეს
უცვლელად.
სარეზოლუციო  ნაწილი: :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით,
307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა ა ა დ გ გ ი ი ნ ნ ა ა: :
მსჯავრდებულ ხ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ ხ. ზ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ხ. ზ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მისაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების
აღკვეთა;
სსკ–ის 238 1 –ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა – 1000 ლარი;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1
წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1000
ლარი და ხ. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ზ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს 2012 წლის 28 დეკემბრიდან.
ხ. ზ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ
გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
ხ. ზ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით  დადგენილი  წესით მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий