среда, 7 мая 2014 г.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი
განმარტება გააკეთა, რითაც  ზღვარი გაავლო ბინის ხელშეუხებლობის დარღვევისა და
იძულების დანაშაულებს შორის (ix. განაჩენი #202აპ-13). .
ქუთაისის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ ხ. ჩ. ცნობილ იქნა
დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 160-ე მუხლის
პირველი ნაწილით, კერძოდ: ხ. ზ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების
შემდეგ დაზარალებულს სთხოვდა შერიგებას, მასთან საცხოვრებლად გადასვლას, ხოლო უარის
გამო აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მოკვლით. დადგენილია, რომ
შემთხვევის დღეს ხ. ზ. ემუქრებოდა და აგინებდა დაზარალებულს, მისი სახლის კარს
ურტყამდა ფეხს.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებები (მუქარა, გინება, კარზე ფეხის
არაერთჯერადი დარტყმა) წარმოადგენს დაზარალებულის ფსიქიკურ იძულებას, მისი ნების
საწინააღმდეგოდ, შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს და ნაგირავებ სახლში ეცხოვრა მასთან
ერთად. შესაბამისად, სახეზეა ხ. ზ-ს განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო
დაზარალებულის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება (შერიგებოდა და
ეცხოვრა მასთან ერთად), რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის
უფლებას წარმოადგენდა.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დ ასჯად ქმედებას წარმოადგენს ადამიანისათვის ქმედების
თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს
ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას
წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავი სი ნება- - სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, ხოლო ამ დანაშაულის
შემადგენლობა სახეზეა, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება,
რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი
გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად
დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - -
მსხვერპლის ნება- - სურვილის საწინააღმდეგო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო
სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად
შეაფასა და კვალიფიკაციაც არასწორად განსაზღვრა, როდესაც მსჯავრდებულ ხ. ზ-ს მსჯავრი
დასდო საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ბინაში
მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლის მცდელობაში, რომელიც არღვევს ბინის
ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, მაშინ, როდესაც ხ. ზ-მა ჩაიდინა იძულება
- ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. ფსიქიკური იძულება,
შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას
წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით.
საბოლოოდ, ხ. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამასთან,
მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე შეუმცირდა და იგი გათავისუფლდა
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
№202აპ-13 26 მარტი, 2014 წელი
ზ. ხ., 202აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით: :
პაატა  სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია  ოშხარელი , გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ზ-ის საკასაციო საჩივარი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის
2 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითინაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენით ხ ხ. . ზ ზ, , –
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტით - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის
მცდელობისათვის, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას,
ჩადენილი ძალადობის მუქარით და სსკ-ის 238 1 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით -
ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ხ. ზ-ს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან - ი. რ-სთან, რომელიც
ცხოვრობდა განცალკევებით, ქ. №–ში მდებარე, დროებით სარგებლობაში არსებულ
ბინაში. ხ. ზ. არაერთგზის, ძალადობის გამოყენების მუქარით შეეცადა მეუღლესთან
შერიგებას, თუმცა უშედეგოდ. რადგან ი. რ. არ დათანხმდა შერიგებას, განაწყენებულმა
განიზრახა მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ შეღწევა და
ურთიერთობის გარკვევა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2012 წლის 28
დეკემბერს, დაახლოებით 01 საათზე, მთვრალი ხ. ზ. მივიდა ზემოაღნიშნულ
მისამართზე და ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა გინებასა და
საცხოვრებელი ბინის კარზე არაერთგზის ფეხის ძლიერად დარტყმაში, შეეცადა ი. რ-ს
ნების საწინააღმდეგოდ, მის სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ
შეღწევას.
ქუთაისის  სააპელაციო  სასამართლოს 2008  წლის  29  მაისის  განაჩენით
ნასამართლევმა ხ. ზ-მა 2012 წლის 28 დეკემბერს ქ., დავით აღმაშენებლის გამზირზე,
მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ცივი იარაღი – დანა, რაც ამოიღეს მისი პირადი
ჩხრეკისას.
ხ. ზ-ს ზემოაღნიშნული დანაშაულებისათვის მიესაჯა:
სსკ–ის 19,160–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების
აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 238 1 –ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა – 1000 ლარი.
სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა
ნაკლებად მკაცრი და ხ. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 2 წლით
თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ზ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 28 დეკემბრიდან.
ამასთან, გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების ბედი: ცივი იარაღი – დანა,
რომელიც  ინახება  ქუთაისის  საქალაქო  სამმართველოს  პოლიციის  პირველ
განყოფილებაში,  საქმეზე  საბოლოო  გადაწყვეტილების  მიღების  შემდეგ  უნდა
განადგურდეს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. ზ-მა და ითხოვა
გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: სსკ-ის 19,160-ე მუხლთან
მიმართებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013
წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი – მსჯავრდებული ხ. ზ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი
უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მხოლოდ ის ფაქტი, რომ ფეხი მიარტყა კარს, არ ნიშნავს იმას, რომ მას კარის
შემტვრევის ან ჩამოღების განზრახვა ჰქონდა. აღნიშნული ქმედება გამოწვეული იყო
მეუღლეზე განაწყენებით, რომელიც სახლში იყო და კარს არ უღებდა, ხოლო
ტელეფონით ატყუებდა, რომ თითქოს სახლში არ იყო. მათ შორის არსებობდა მხოლოდ
ოჯახური კონფლიქტი, რომლის მოსაგვარებლადაც სურდა მეუღლესთან შეხვედრა.
სსკ-ის 160-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა ბინაში უკანონო შეღწევა, შეჭრა,
რომელიც არღვევს ბინის მესაკუთრის ან მფლობელის ხელშეუხებლობას. მოცემულ
შემთხვევაში კი იგი ბინაში საერთოდ არ შესულა. ამ სახლში ცხოვრობდნენ მისი
მეუღლე და შვილები და მასაც ჰქონდა იქ ცხოვრების უფლება, რადგან სხვა
საცხოვრებელი არ გააჩნდა.
ამასთან, კასატორი უთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ეზოში
და არა სადარბაზოში, ბინის კართან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ხ. ზ. საკასაციო
საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის
განაჩენის შეცვლას და სსკ-ის 19,160-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას.
სამოტივაციო  ნაწილი:
საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი,
შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ
საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას სსკ-ის 19,160-ე
მუხლით  გათვალისწინებული  დანაშაულისათვის  წარდგენილ  ბრალდებაში
გამართლების  თაობაზე  და  საქმეზე  გამოკვლეული  მტკიცებულებების
გათვალისწინებით, ხ. ზ-ის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედება (გინება,
მოკვლის მუქარა, კარზე ფეხის არაერთი დარტყმა, რასაც წინ უძღოდა ხ. ზ-ის მიერ
მეუღლის ტელეფონზე არაერთხელ განხორციელებული სიცოცხლის ხელყოფის მუქარა
შერიგებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მისი
განხორციელების რეალური შიში), რაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად
მიიჩნია, წარმოადგენს იძულებას - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო
შეზღუდვას,  ე.ი.  ფსიქიკურ  იძულებას,  შეასრულოს  მოქმედება,  რომლის
განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა
საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება,
კერძოდ:
მოწმე (დაზარალებული) ი. რ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულ
ხ.  ზ-ის  მეუღლე,  ვისთან  ერთადაც,  კონფლიქტური  ურთიერთობისა  და
ნასამართლობის  გამო,  წლებია  აღარ  ცხოვრობს.  ხ.  ზ.  სასჯელაღსრულების
დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთხელ დაუკავშირდა მას, სთხოვდა
შერიგებას და თანაცხოვრებას დაგირავებულ სახოვრებელ ბინაში, რაზეც მისგან უარი
მიიღო. 2012 წლის 27 დეკემბრის დილიდან კვლავ არაერთხელ დაუკავშირდა
ტელეფონით ანალოგიური მოთხოვნით. უარის მიღების შემდეგ მიაყენა სიტყვიერი
შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ბინაში მისვლითა და მოკვლით. აღნიშნულ დღეს,
დაახლოებით  24  საათიდან  28  დეკემბრის  პირველ  საათამდე,  მან  გაიგონა
საცხოვრებელი ბინის კარზე ძლიერი დარტყმისა და გინების ხმა. სათვალთვალოდან
დაინახა, რომ კართან იდგა მისი მეუღლე ხ. ზ., რომელიც აგინებდა და ემუქრებოდა. ხ.
ზ. ითხოვდა კარის გაღებას, ასევე ფეხის დარტყმით ცდილობდა მის შენგრევას.
ხმაურზე მივიდა მისი მეზობელი, რომელმაც მალევე დატოვა იქაურობა.
მოწმე ი. რ-ის განმარტებით, მან იფიქრა, რომ ყოფილი მეუღლე ხ. ზ. კარს
შეანგრევდა, რისიც შეეშინდა და დასახმარებლად გამოიძახა პოლიცია, რომელმაც
დააკავა ბრალდებული.
მოწმე გ. ჭ-ს (საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის
თანაშემწე - გამომძიებელი) ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს
ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - ქ.
ქუთაისში,  რომელიც  დაათვალიერა  დაზარალებულ  ი.  რ-ის  თანხმობით.
საცხოვრებელი  ბინის  კარს  აღენიშნებოდა  ფეხსაცმლის  კვალი,  რომელიც
დაზარალებულის განმარტებით, დატოვებული იყო მისი ყოფილი მეუღლის - ხ. ზ-ის
მიერ, რომელიც აგინებდა, ემუქრებოდა მოკვლით და ფეხებს ურტყამდა კარს.
მოწმე ა. ა-ის (საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის
თანაშემწე - გამომძიებელი) ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს
პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ქ. ქუთაისში, მდებარე ი. რ-ის ბინაში, ვიღაც
ცდილობდა უკანონოდ შეღწევას და იგინებოდა. ოპერატიული ჯგუფი გავიდა
შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ნასვამი ხ. ზ., რომელიც იგინებოდა და ფეხებს
ურტყამდა ერთ-ერთ კარს. დაკავების შემდეგ მას ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და
სხვადასხვა ნივთთან ერთად ამოუღეს დასაკეცი დანა. დაკავებულს მათ მიმართ
აგრესია არ გამოუხატავს, თუმცა ი. რ-ს ემუქრებოდა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - გ. ნ-მ და რ.
გ-მა (საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე -
გამომძიებელი).
მოწმე ი. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ქ. ქუთაისში, მე-2 სართულზე
მდებარე ბინის მესაკუთრე. ეს ბინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების
საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადასცა ი. რ-ს. მან ი. რ-საგან იცოდა, რომ
ცხოვრობდა მეუღლისაგან განცალკევებით, ხოლო გამომძიებლისგან გაიგო, რომ ი. რ-
სთან მივიდა მისი მეუღლე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა ბინაში
შეღწევას, რაც ი.რ-მაც დაუდასტურა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 30 მაისს ი. გ-სა და ი. რ-ს
შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ი. გ-ს
საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, , დროებით სარგებლობაში
გადაეცა ი. რ-ს.
მოწმე მ. ლ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქუთაისში, დავით ში. 2012
წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში მეორე სართულიდან შემოესმა არაერთჯერადი,
ძლიერი დარტყმის ხმა. იგი ავიდა და დაინახა, რომ უცხო მამაკაცი იგინებოდა და ფეხს
ურტყამდა ი. რ-ის კარს. მას შეეშინდა და დაბრუნდა ბინაში.
ბრალდებულმა ხ. ზ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ ბინის ხელშეუხებლობის
დარღვევის მცდელობის ეპიზოდში და განმარტა, რომ 2012 წლისს 27 დეკემბერს
მივიდა მეუღლესთან ქუთაისში, მდებარე ბინაში, დააკაკუნა კარზე, თუმცა არ გაუღეს,
რის შემდეგაც დაურეკა ტელეფონზე და სთხოვა კარის გაღება. ი. რ-მ უპასუხა, რომ
სახლში არ იყო. ბრალდებულმა შენიშნა, რომ ბინაში შუქი აინთო, რაზეც გაბრაზდა და
კარს ჯერ ხელი, ხოლო შემდეგ ძლიერად ორჯერ დაარტყა ფეხი. ითხოვდა შვილის
ნახვას, რაზეც მეუღლემ უპასუხა, რომ შეეძლო დაერეკა ბაიასთან, მისულიყო და ენახა
ბავშვი. მეუღლის ასეთი პასუხი და ცინიკური დამოკიდებულება მისთვის რთული
ასატანი იყო და კიდევ ერთხელ დააპირა ფეხის დარტმა. ამ დროს შეამჩნია ქალბატონი,
რომელიც მალევე გაბრუნდა უკან. ხ. ზ-მა კიდევ ერთხელ დაარტყა ფეხი კარს, შემდეგ
შემობრუნდა და ჩავიდა კიბეზე. სადარბაზოსთან იგი პოლიციელებმა დააკავეს, ხოლო
ჩხრეკისას სხვა ნივთებთან ერთად ამოუღეს დანა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია
ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს
ბინის  მფლობელობის  ხელშეუხებლობას,  ხოლო  აღნიშნული  დანაშაულის
მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ძალადობით ან ძალადობის
მუქარით.
ქმედების  აღნიშნული  მუხლით  დაკვალიფიცირებისათვის  აუცილებელია
დადგინდეს  დანაშაულის  სუბიექტის  პირდაპირი  განზრახვა,  რომელსაც
გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ
ბინაში შესვლა. დანაშაული დამთავრებულია ბინაში უკანონოდ შესვლისთანავე.
საქართველოს  სსკ-ის  მე-19  მუხლის  1-ლი  ნაწილის  თანახმად,  დანაშაულის
მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული
იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხ. ზ-მა,
მართალია, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი დაზარალებულ ი. რ-ის სარგებლობაში
არსებულ ბინის კარს, აგინებდა მას და ემუქრებდა, მაგრამ მის მიერ ფაქტობრივად
განხორციელებული მოქმედებით ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა რკინის კარის
შენგრევა და საცხოვრებელ ბინაში შეღწევა. განმსაზღვრელია ის გარემოება, რომ საქმეში
არსებული მტკიცებულებების თანახმად, ხ. ზ-ს არ უცდია ბინის კარის გაღება ისეთი
საშუალებებით, რომლებიც მას მისცემდა რეალურ შესაძლებლობას, ი. რ-ის ნების
საწინააღმდეგოდ, შეეღწია ბინაში. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ
არსებობს სსკ-ის მე-19 მუხლით გათვალისწინებული განზრახი ქმედება, რომელიც
უშუალოდ მიმართული იყო ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ
შესვლისაკენ. შესაბამისად, ხ. ზ-ის ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის
19,160-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
საკასაციო  პალატა  აღნიშნავს,  რომ  დასჯად  ქმედებას  წარმოადგენს
ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან
ფსიქიკური  იძულება,  შეასრულოს  ან  არ  შეასრულოს  მოქმედება,  რომლის
განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე
განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება
შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, ხოლო ამ დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ
პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის
განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი
გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ
დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო,
ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ხ. ზ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ დაზარალებულ ი.
რ-ს სთხოვდა შერიგებას, მასთან საცხოვრებლად გადასვლას, რაც ბრალდებულმაც
დაადასტურა, ხოლო უარის გამო აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა
მოკვლით. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის
დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ხ. ზ. ემუქრებოდა და
აგინებდა ი. რ-ს, კარებს ურტყამდა ფეხს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების
გათვალისწინებით, ხ. ზ-ის ქმედებები (მუქარა, გინება, კარზე ფეხის არაერთჯერადი
დარტყმა) წარმოადგენს ი. რ-ის ფსიქიკურ იძულებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ,
შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს და ნაგირავებ სახლში ეცხოვრა მასთან ერთად.
შესაბამისად, სახეზე გვაქვს ხ. ზ-ს განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული
იყო ი. რ-ის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება (შერიგებოდა და
ეცხოვრა მასთან ერთად), რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება
დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე,
რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
სამართლებრივად არასწორად შეაფასა და კვალიფიკაციაც არასწორად განსაზღვრა,
როდესაც მსჯავრდებულ ხ. ზ-ს მსჯავრი დასდო საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლის
მცდელობაში, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის
მუქარით, მაშინ, როდესაც ხ. ზ-მა ჩაიდინა იძულება - ადამიანისათვის ქმედების
თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება,
რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს,
ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება,
დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება
მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ხ. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,160-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე
მუხლის პირველ ნაწილზე.
რაც შეეხება სსკ-ის 238 1 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ
დანაშაულს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხ. ზ-ის ბრალეულობა ამ ეპიზოდში
სრულად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით: ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს  2008  წლის  29  მაისის  განაჩენით,  პირადი  ჩხრეკის  ოქმით,
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნთ, მოწმეების - გ. ნ-სა და ა. ა-ის ჩვენებებით, რაც
აღიარა მსჯავრდებულმა ხ. ზ-მაც.
მსჯავრდებულ ხ. ზ-ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას საკასაციო
პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის
წარსულ  ცხოვრებას,  ჩადენილი  ქმედებების  სიმძიმესა  და  საზოგადოებრივ
საშიშროებას, რის გამოც მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. ზ-ს სასჯელის ზომად უნდა
განესაზღვროს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული
სასჯელის მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც საკმარისი ზომა მისი
გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის. რაც შეეხება მისთვის სსკ–ის 238 1 –ე
მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმას, იგი უნდა დარჩეს
უცვლელად.
სარეზოლუციო  ნაწილი: :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით,
307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა ა ა დ გ გ ი ი ნ ნ ა ა: :
მსჯავრდებულ ხ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ ხ. ზ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ხ. ზ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მისაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების
აღკვეთა;
სსკ–ის 238 1 –ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა – 1000 ლარი;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1
წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1000
ლარი და ხ. ზ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ზ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს 2012 წლის 28 დეკემბრიდან.
ხ. ზ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ
გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
ხ. ზ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით  დადგენილი  წესით მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

пятница, 24 мая 2013 г.


სანივთო და ვალდებულებითი უფლებების გამიჯვნა

სანივთო და ვალდებულებითი სამართალი მრავალი ნიშნით განსხვავდებიან. ამ განსხვავებას საფუძველი ჯერ კიდევ რომის სამართალში ჩაეყარა სანივთო და ვალდებულებითი უფლებების დაცვის საშუალებათა ერთმანეთისაგან გამიჯვნით. რომაელი იურისტები განმარტავდნენ, რომ სანივთო უფლება წარმოადგენს ნივთის მიმართ უშუალო ბატონობის გამოვლინებას, ვალდებულება კი გულისხმობს, რომ სხვა გავხადოთ ჩვენთან დაკავშირებული, რათა მოგვცეს ან შეასრულოს რაიმე. უფრო გვიანდელი იურისტების აზრით, ვალდებულებითი ურთიერთობის ობიექტია მოქმედება, სანივთოსი კი ნივთი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა, ვალდებულებითი – რელატიური (შეფარდებითი). აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშე ყველა პირი გვევლინება როგორც ვალდებული პირი, შეფარდებითი უფლების მატარებელს კი უპირისპირდება განსაზღვრული პირი, როგორც კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი. სანივთო უფლება ყველას მიერ უნდა იყოს ცნობილი და ხელყოფის შემთხვევაში დაცულია სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებით.  ნივთის დაზიანების შემთხვევაში დელიქტური სარჩელებიც გამოიყენება, რაც აგრეთვე სანივთო უფლების აბსოლუტურობის გარანტიაა. ვალდებულებით-სამართლებრივი უფლება მხოლოდ მოვალის მიმართ იძლევა სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. აბსოლუტური ურთიერთობა მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე, შეფარდებითი კი ურთიერთობის მონაწილეთა ნების საფუძველზე.
     კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სანივთო უფლებები ‘’numerus clausas’’ -ს პრინციპითაა გასაზღვრული, ანუ სანივთო  უფლებათა წრე კანონით ამომწურავადაა მოხაზული – არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონითაა აღიარებული. (ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა) ვალდებულებითი სამართალი კი თავისუფალია ასეთი იმპერატიული ფორმულირებისგან. კოდექსის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც, მართალია, კანონით არ არიან გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგებიან მას.
     სხვა განსხვავებაა ის, რომ სანივთო უფლება ახასიათებს საჯაროობა და განსაკუთრებული ნდობისუნარიანობა, რაც მიიღწევა სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ამას ვერ ვიტყვით ვალდებულებით უფლებებზე. მათზე ინფორმაციას საჯარო რეესტრში ვერ მოვიპოვებთ. სანივთო უფლების ეს თავისებურება განაპირობებს სხვა განსხვავებასაც. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, ამიტომ სანივთო სამართალში კეთილსინდისიერი შემძენი გაცილებით უკეთაა დაცული, რადგანაც ივარაუდება, რომ რეესტრის ჩანაწერი ნამდვილია. ვალდებულებითში კი ასეთი ვარაუდი მმფლობელის კეთილსინდისიერებას უკავშირდება.
     ამ თვისებების წყალობით სანივთო უფლებები პრიორიტეტულია ვალდებულებით უფლებებათან შედარებით და მათ შორის კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა სანივთო უფლებებს ენიჭება.

воскресенье, 27 января 2013 г.


ცნობილი ავანტიურისტი ქალი,სოფია ბლიუვშტეინი("სონკა ოქროს ხელი"


TaRliTis fsoqologia
 
Ppatiosani biznesmenebisaTvis da moqalaqისათვის cnobili unda iyos mtris iarRi,radgan TaRliTi moqmedebs sazogadoebis TiTqmis yvela sferoSi.borotmoqmedebi ar dganan erT adgilze,isini xdebian ufro daxvewilნი,eZeben fulis miTvisebis axal xerxebs.TaRliTis fsiqologia mimarTulia imisTvis,rom daarwmunos Tavisi msxverpli,rom is  zedmiwevniT ar gaanalizos miwodebuli argumentebis WeSmaritებa,rom usityvoT miiRos misi msjelobebi da amiT dauSvas”sabediswero” Secdoma.mniSvnelovania ndobis mopoveba,zegavlena sxverplze,Tavis warmoCena,rogorc uRalato da patiosani adamianis.zogi aferistები Tavis”klientebs” sdevnian kviraobiT,warmoaCenen Tavis Tavs მათ megobrebaT,”atrialeben”,iReben saqonels mcire partiebiT,jer ixdian xolo Semdgom eZeben adgils da dros,rom "daartyan" ufro maStaburaT.TaRliTs unda hqondes unar-Cvevebi iq sadac”muSaobs”.nebismieri motyuebis mTavari kozeria-gaTvalo yvelaferi wvrilmanebamde.kvalificiuri aferisti gegmavs aramxolod TaRliTobis momzadebis meqanizms,aramed Semdgom “gasvlas”,cxovrebas da qcevas.TaRliTebi arian kargi fsiqologebi,Tu isini TavxeduraT da Riad CaZvrebian sxvis WibeSi,maSin dazaralebuli daufiqreblad gaiqceva yvelaze axlos mdebare policiis ganyofilebaSi.magram Tu eSmakuraთ “daabolებ”sxverplს dapirde mas lamaz cxovrebaს, მაგალითად dasvenebaს senSelis kunZulebze,სხვერპლი ადვილად წამოეგება თაღლითის ჩანაფიქრზე.albaT yvela motyuebuli ar Seecdeba Tavisi sisulelis გამოაშკარავებას,ambis gaxmaurebas.Zlieri daZabuloba,aferists iSviaTad SeuZlia damalos srulad,ase Tu ise is vlindeba da dakvirvebul adamians SeuZlia qcevis normis gamovlena.gaiTvaliswineT;Tu adamiani tyuis,is gaucnobiereblaT scdilobs, xeliT piris დახურვას an saxeze sxva wertilebis Sexebas.მის tyuils gascems;aweuli warbi,piris kuTxis Camoweva,dapataravebuli Tvalis gulebi,Warbi oflianoba,xelebis kankali. TaRliTi, Cemი წარმოდგენით SesaZlebelia iyos piri,romelsac gaaCnia intelektualur-fsiqologiuri da eTikuri Tvisebebi.mTlian formaSi es fsiqomodeli Sedgeba 6 elementisgan;1)ადვილი შრომით,swrafi gamdidrebis survili 2)aqtiuroba,bunebiT mocemuli mimzidveloba,romelic adamianSi badebs mis mimarT sandoobas.3)Zlieri kombinirebuli inteleქტი,romelsac SeuZlia,adamianTa qcevis modelireba gare zemoqmedebis faqtoris gaTvaliswinebiT,moqmedebaTa prognozireba,maTi xasiaTis swori mimaRTulebis mxardaWera,romelic saWiroa TaRliTuri “algoritmis”gansaxorcieleblad.4)epitacia; eseigi imis unari,rom grZnobde,azrovnebde ise,rogorc azrovneben potencialuri sxverplni,maTi rolebis gaanalizebiT.5)Zalian ganviTarebuli upiratesobis grZnoba sxverplis mimarT,rac xelsayrelia imisTvis,rom ufro gabedulad imoqmedo maT mimarT,romlebic afioris “subieqtis”azriT dganan bevraT ufro dabla მასზე da Sesabamisad aZleven saSualebas motyuebisaTis.6)pirdapiri gaazreba imisa,rom მათი მხრიდან კანონის darRveva iyos  samarTlebrivi TvalsazrisiT sakamaTo da მათი ქმედებებისათვის rTulad inkriminirebadi.danaSaulis obieqtaT SeiZleba gaxdes nebismieri piri,magram ufro SesaZlebelia, rom isini gaxdnen,pirveli;adamianebi romelTac surs swrafi da advili gamdidreba,am punqtSi am adamianTa fsiqotipi axlosaa TviT TaRliTTan.meore;adamianebi romlebzedac moqmedebs darwmuneba,dayolieba,როგორც წესი isini arian damTbobebi.mesame;adamianebi romlebic arakompetenturebi arian im sferoebSi sadac moqmedeben TaRliTi.meoTxe;adamianebi,romlebic cxovroben xalxis rwmeniT da xSiraT maTSi naklebobs kritikuli damokidebuleba xalxisaTmi da mexuTe;TaRliTobis sxverpli xSiraT xdeba adamiani ,romelic damokidebulia sxvis azrebze da gareSe garemoebebze.TaRliTis fsiqologiuri portreti Cans misi pirovnebis avantiurizmSi,mTlianobaSi es TavisTavSi darwmunebuli da optimisti xalxia,romlebsac aaqvT gansakuTrebuli momxibleloba,xSirT ki intelektualuri upiratesoba Tavis partniorTan mimarTebaSi.


მისი საფლავი მოსკოვში





Позвонить - Позвонить aleksandr-xela Добавить - Добавить в список контактов aleksandr-xela Профиль - Просмотреть профиль aleksandr-xela Чат - Начать чат с aleksandr-xela Файл - Отправить файл aleksandr-xela Голосовое сообщение - Оставить голосовое сообщение aleksandr-xela

вторник, 15 января 2013 г.

Мой статус

                                                               


 საოჯახო,მემკვიდრეობითი  სამართალი,პრივატიზაცია







ხშირად დასმული კითხვები

კითხვა:მე ჩემ ქმართან მსურს განქორწინება,ჩვენ გვყავს შვილები.პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ ჩვენ არ გვაქვს,მაგრამ პრობლემა იმაშია,რომ არც სამოქალაქო რეესტრში მას გამოჩენა არ სურს,შესაძლებელია თუ არა მასთან განქორწინება მის დაუსწრებლად?

პასუხი;რატომაც არა თქვენ უნდა შეიტანოდ სარჩელი სასამართლოში გარქორწინებაზე,ხოლო ქმარმა უნდა წარადგინოს შუამდგომლობა რომ საქმე განხილულ იქნეს მის გარეშე.

კითხვა;მე ჩემ არასრულწლოვან შვილთან ერთად უკვე ექვსი წლის მანძილზე ჩაწერილი ვართ ბებიის ბინაში,ზუსტად ამ დროის მანძილზე არსებობდა ანდერძი,რომელიც შედგენილი იყო ჩემ სახელზე და ამავე დროსაც მე უვლიდი ბებიას ვიხდიდი ბინის კომუნალურ გადასახადებს.მაგრამ ახლახანს ჩემთვის გახდა ცნობილი,რომ ანდერძი ბებიის მხრიდან გადაწერილი ყოფილა მისი დეიდაშვილის სახელზე,რომელის არაა რეგისტრირებული ბინაში,აქვს თუ არა ბებიას უფლება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ,გამოგვწეროს ბინიდან მე და ჩემი შვილი ბინიდან და რა შემთხვევაში?იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავრჩებით ჩაწერილები ბინაში იმ შემთხვევაში როცა დეიდაშვილი მიიღებს მემკვიდრეობას,შეგვეძლება თუ არა ჩვენ საზიარო გავხადოდ ბინის ფართის ნაწილი,თუ ჩვენ უბრალოდ გაგვასახლებენ?და ბოლოს ამჟამად მე ორსულად ვარ,შევძლებ თუ არა ჩემი მეორე შვილის ჩაწერას ბინაში ბებიის წინასწარი თანხმობის გარეშე?
პასუხი;მესაკუთრის თანხმობა  ბავშვის რეგისტრაციაზე შეიძლება არც დაგჭირდეთ,მაგრამ დეიდაშვილს ,მემკვიდრეობის მიღების შემდეგ შეუძლია მოგხსნათ რეგისტრაციიდან იმ საფუძვლით, რომ შეიცვალა ბინის მესაკუთრე და ის არაა თქვენი ოჯახის წევრი,კომუნალური გადასახადების გადახდას ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაერი მნიშვნელობა არააქვს,შედგენილია ანდერძი კონკრეტულ ადამიანზე და შედავება მასთან თქვენი მხრიდან, სამართლებრივი თვალსაზრისით იქნება უშედეგო..
კითხვა;ჩემი ქმარი არის მიწის ნაკვეთის და მასზე აშენებული სახლის მესაკუთრე,მთელი ეს ქონება ნაყიდია მის მიერ პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ.ქმარი ისე გარდაიცვალა,რომ არ დატოვა ანდერძი,სახლში რეგისტრირებულია ყოფილი მეუღლე,უმცროსი შვილი(14 წლის)და უფროსი(21 წლის)აქედან გამომდინარე რა წილი მეკუთვნის მე სამკვიდროდან იმ პირობით,რომ მე არ ვარ რეგისტრირებული აღნიშნულ სახლში?
პასუხი;თუ მამკვიდრებელს არ ყავს მშობლები და მას არ დაუტოვებია ანდერძი,მაშინ თქვენ გეკუთვნით მესამედი დანატოვარი ქონებიდან.
კითხვა;ბინა იყო პრივატიზირებული თანაბარ წილებად დედაჩემზე და ჩემზე.ამჟამად ამ საცხოვრებელ ფართზე ჩაწერილები ვართ,მე,დედაჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილი.კომუნალური გადასახადები მოდიოდა დედაჩემის სახელზე,ცოა ხნის წინ დედა გარდაიცვალა აქედან გამომდინარე...როგორ მივიღო სწორედ მემკვიდრეობა და გადავიფორმო ბინა ჩემ სახელზე?მე მყავს ძმა,ის დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობს ცალკე და გააჩნია თავისი საცხოვრებელი ბინა.
პასუხი;მიბრძანდით ნოტარიუსთან და დაწერეთ განცხადება სამკვიდროს მიღების მოთხოვნით.ის ფაქტობრივი გარემოება რომ თქვენ ძმას გააჩნია თავისი ქონება არ ართმევს მას უფლებას მემკვიდრეობაზე.მოელაპარაკეთ ძმას,რომ მან უარი თქვას მემკვიდრეობაზე თქვენს სასარგებლოდ.თუ თქვენ ვერ შეძლებთ მოლაპარაკებას,ეცადეთ დაამტკიცოდ ის გარემოება,რომ თქვენი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა დედათქვენის კმაყოფაზე,თუ შესძლებთ ამის დამტკიცებას მაშინ თქვენი შვილი მიიღებს უფლებას დანატოვარი სამკვიდროს წილზე.
                                       
                                                             
კითხვა;ჩემ ძმას სურს სასამართლოში მიმართვა,პრივატიზირებული ბინის მოწილეთ აღიარების მოთხოვნით,ბინა ჩემი მშობლების მიერ პრივატიზირებული იყო 1996 წელს,მაშინ ჩემმა ძმამ უარი სთქვა პრივატიზაციაზე.2008 წელს ჩემმა მშობლებმა,მე მაჩუქეს ბინა,ამ მომენტისთვის აღნიშნულ უძრავ ქონებას მე ვფლობ ერთპიროვნულად.,შესაბამისად მაინტერესებს დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო ჩემი ძმის მოთხოვნას პრივატიზირებული ბინის მოწილეობაზე.

პასუხი;მე არ გამოვრიცხავ  იმას,რომ საკითხი გადაწყდეს თქვენი ძმის სასარგებლოდ,,გასათვალისწინებელია საქმის ყველა ნიუანსი.
კითხვა;მე მყავს ორი შვილი,მათ მამასთან მე არ ვარ კანონიერ ქორწინებაში,მაგრამ მამობა დადგენილია,ალიმენტები მე მისგან არ მომითხოვია,რადგან ის ნებაყოფლობით უწევს ფულად დახმარებას შვილებს,ამის დამადასტურებელი ჩეკები მას გააჩნია.მაგრამ საქმე მდგომარეობს იმაში,რომ მე ყოველთვის მიწევს მისთვის შეხსენება,ხანდახან მისგან  შეურაწმყოფის მოსმენა.მინდა მივმართო სასამართლოს,რომ შეწყდეს ჩემი მხრიდან მის მიმართ შეწყალების თხოვნა,ოფიციალურად ის უმუშავარია,მაგრამ 300-350 ლარს მირიცხავს,როგორ მოვიქცე ამ სიტუაციაში?
პასუხი;მე თქვენ ადგილზე დავფიქრდებოდი,ალიმენტები უმუშევრისგან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ორი საშუალებით.პირველი-ალიმენტების დაკისრება საერთო წესით,ესეიგი წილობრივი დამუკიდებულებით მის ხელფასთან მიმართებაში(იმის მიუხედავად რომ გადამხდელი არის უმუშავარი,მასზე დაერიცხება დავალიანება იმ პერიოდებისთვის,როცა ის არ მუშაობდა.დავალიანების ოდენობა გამოითვლება საშუალო ხელფასის ოდენობისგან,ასევე დავალიანება ,შესაძლებელია აღსრულების წესით  გადახდევინების იქნეს მის სახელზე არსებული ქონებისგან) და მეორე-ალიმენტის გადახდევინება მყარი ფულადი ფორმით.ალიმენტის გადამხდელი ვალდებული იქნება გადაიხადოს თქვენს მიერ მოთხოვნილი თანხა იმისდა მიუხედავად მუშაობს ის თუ არა.ამრიგად თქვენი გადასაწყვეტია,როგორ მოიქცეთ.
კითხვა;არსებობს სამოთახიანი პრივატიზირებლი ბინა,სასამართლოს გადაწყვეტილებით ის გაყოფილია ორ თანაბარ წილად-დედა და მისი ქალიშვილი ფლობენ 1/2 ნაწილს.როგორ შეიძლება აღნიშნული ბინის გაყიდვა ან გაცვლა,თუ ერთი ადამიანი ამის წინააღმდეგია.
პასუხი;თანამესაკუთრეობის დროს თქვენ ჯერ უნდა შესთავაზოთ მოწილეს წილის გამოსყიდვა ხოლო უარის შემთხვევაში გაასხვისოთ თქვენი წილი მესამე პირზე.ოფიციალური უარი ნასყიდობაზე დაგჭირდებად საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის დროს.
კითხვა;მე გარდამეცვალა მამა,მას  სანკტ-პეტერბურგში საკუთრებაში გააჩნდა ბინა,ამის გარდა მას ასევე ჰქონდა სახლი უკრაინაში.მემკვიდრეები  ვართ ხუთნი,სამი შვილი,მეუღლე, და გარდაცვლილის დედა.შეგვიძლია თუ არა ჩვენ ყველას(ძმის გარდა) უარი ვთქვათ მემკვიდრეობის მიღებაზე უკრაინაში მდებარე სახლზე, ჩვენი ძმის სასარგებლოდ,რომელიც იქვე ცხოვრობს, ხოლო უკანასკნელმა, ჩვენს სასარგებლოდ უარი სთქვას სან-პიტერბურგის ბინაზე.
პასუხი;უარი მემკვიდრისთვის განკუთვნილ წილზე სამკვიდროში არ დაიშვება კანონით.
კითხვა;2007წელს მე განვქორწინდი ქმართან,გვყავდა არასრულწლოვანი შვილი,ალიმენტებზე სასამართლოში მე საქმე არ ამიღძვრია.2009 წელს ჩემი შვილი გახდა   პირველი ჯგუფის ინვალიდი,მას დაემართა ინსულტი.პირველი ორი წელი ყოფილი ქმარი როგორც ფიზიკურად ისე მატერიალურად გვეხმარებოდა,ფაქტიურად ცხოვრობდა ჩვენთან ხოლო ეხლა მას გააჩნია სხვა ოჯახი,შვილი უკვე სრულწლოვანია მაგრამ ყოფილი ქმარი არანაერად აღარ ეხმარება.შვილს დანიშნული ააქვს პენსია,მეც ახლახანს გავხდი პენსიონერი,ჩვენი ფული არაა საკმარისი შვილის რეაბელიტაციისთვის,საჭირო წამლებისთვის...მაქვს თუ არა შვილს უფლება ალიმენტის მოთხოვნაზე?
პასუხი;რათქმაუნდა თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს,კანონით მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავისი სრულწლოვანი  შრომისუუნარო შვილები,რომლებსაც ესაჭიროებათ შველა.
კითხვა;მე და ჩემ ქმარს ბინა გაფორმებული გვაქვთ 1/2 წილად...შემიძლია თუ არა მე მოვთხოვო სასამართლოს,რომ ჩემზე აღირიცხოს უფრო მეტი საცხოვრებელი ფართი,რადგან ჩემთან ცხოვრობენ ორი არასრულწლოვანო შვილი.
პასუხი;თუ არ არის საქორწინო ხელშეკრულება,მაშინ ბინა რომელის შეძენილია ქორწინების პერიოდში ითვლება საერთო ქონებად და სხვა ქონებასთან ერთად გაიყოფა,ამასთანავე სასამართლოს შეუძლია  შვილების ინტერესებიდან გამომდინარე მიგანიჭოთ უფლება ისარგებლოდ ბინის უფრო დიდი ფართით(არათანასწორი წილზე).
კითხვა; მე ქმართან ერთად არ ვცხოვრობ უკვე ერთ თვეზე მეტ ხანს,მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია,რეგისტრაციის ადგილზე ის არ ცხოვრობს,ის პირობითნასამართლევი პირია მუშაობს არაოფიციალურად....რა სახის ალიმენტის მოთხოვნის უფლება გამაჩნია ამ სიტუაციაში.
პასუხი;რადგან მას არ გააჩნია მუდმივი სამუშაო ადგილი,მე გირჩევდით მოითხოვოთ ალიმენტები მყარი ოდენობით.
კითხვა; 2007წელს მე განვქორწინდი და მოვითხოვე ალიმენტები ჩვენ საერთო შვილზე,ალიმენტები კეთილსინდისიერად იხდევინებოდა.2011 წელს შვილს გადატანილი ოპერაციის შედეგად გახდა ინვალიდი,ამის გამო მე იძულებული გავხდი წავსულიყავი სამსახურიდან და მომევლო ბავშვისათვის.ყოფილ ქმარს კმაყოფაზე ჰყავს ცოლი,მათი ერთობლივი ქალიშვილი და მეუღლის შვილი პირველი ქორწინებიდან,რომელსაც ყოფილმა ქმარმა მისცა თავისი სახელი.ბინას ამ მომენტისთვის ისინი ქირაობენ.....მაინტერესებს შემიძლია თუ არა მე მოვითხოვო ალიმენტები თავის სასარგებლოდ/
პასუხი;მხოლოდ ომ შემთხვევაში თუ შვილი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი.
კითხვა;ჩემი შვილი განქორწინდა თავის მეუღლესთან 2006 წელს.მისი 4 წლის ქალიშვილი დარჩჩა თავის დედასთან ბინაში,რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.მოკლედ შვილი წავიდა და დაუტოვა მათ მთელი ქონება.განქორწინების დროს გაყოფა არ მომხდარა.ეხლა ყოფილი ცოლი ითხოვს საცხოვრებელი ადგილის გაყოფას.მე ვიცი რომ ქონებრივი დავების ხანდაზმულობა შეადგენს 3 წელს,როგორ უნდა მოიქცეს ჩემი შვილი ამ სიტუაციაში?მას სურდა ჩუქების ხელშეკრულებით ქონების გადაცემა თავისი                 ქალიშვილისთვის მაგრამ ყოფილმა ცოლმა განაცხადა ამაზე უარი.
პასუხი:თუ საუბარია ბინაზე ,რომელიც შეძენილ იქნა ქორწინების დროს მაშინ შესაძლებელია ამ ქონების განსაზღვრა, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება,შესაბამისად თქენ შვილს ეკუთნის 1/2 ნაწილი ბინის საერთო ფართიდან.რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას,თუ ქორწინება შეწყვეტილია უნდა აითვალოს არა განქორწინების მომენტიდან არამედ იმ მომენტიდან როცა პირმა შეიტყო თავისი შელახული უფლებების შესახებ,ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვადა აითვლება მომენტიდან როცა ყოფილმა მეუღლემ უარი განაცხადა ქონების გაყოფაზე რომელიც გაიყოფოდა ჩუქების ხელშეკრულებით.აქედან გამომდინარე თქვენ შვილს აქვს უფლება სასამართლო წესით მოითხოვოს ქონების გაყოფა და გაიფორმოს საკუთრების უფლება ბინის ნაწილზე ხოლო შემდგომ გააჩუქოს თავისი წილი ქალიშვილზე.
კითხვა;შესაძლებელია თუ არა ეხლა(ამ წელს)მოვახდინოდ ბინის პრივატიზაცია საერთო(არა წილობრივი)საკუთრებაში მამასა და შვილს შორის?
პასუხი;კი შესაძლებელია საერთო საკუთრებაში წილები არ განისაზღვრება და მესაკუთრეები ფლობენ ქონებას ერთობლივად,მაგრამ ნებისმიერ დროს ყოველი მესაკუთრის ნებით წილები გაიყოფა,თუ არსებობს შეთანხმება ეს უნდა დადასტურდეს ნოტარიალურად,ხოლო დავის წარმოშობის შემთხვევაში გაყოფა ხდება სასამართლოს მიერ.ქონების განკარგვისას საჭიროა ყველა მესაკუთრის წერილობითი თანხმობა.
კითხვა;სად შესაძლებელია ავიღო ცნობა,რომელშიც ასახული იქნება ქმრის შემოსავალი,ეს ცნობა მესაჭიროება ალიმენტის მოსათხოვად,თო ქმარი ოფიციალურად არასდ არ მუშაობს და უარს ამბობს თავისი რეალური შემოსავლების ჩვენებაზე,როგორ უნდა მოვიქცე ამ სიტუაციაში?
პასუხი;თუ არ შეგიძლიად შემოსავლების ცნობის წარდგენა ნუ წარადგენთ,მოსთხოვეთ სასამართლოს ალიმენტების ოდენობის განსაზღვრა მყარ ფულად ოდენობაში.
                                               
                                                             

კითხვა;ჩემ ქმარს პირველი ქორწინებიდან ყავს ქალიშვილი,ეხლა ის 12 წლისაა მის დედასთან ის გაშორდა 2009 წელს,ალიმენტებზე ცოლს არ მიუმართია,მაგრამ ქმარი ყოველთვიურად უგზავნიდა ფულს(არსებობს ამის დამადასტურებელი კვიტანციები)
ხოლო ეხლა ცოლი იმუქრება რომ სასამართლო წესით მოითხოვს ალიმენტის დაკისრებას განქორწინების დღიდან..შეუძლია თუ არა მას ამის გაკეთება.
პასუხი;პირი,რომელსაც ააქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება მიმართლოს სასამართლოს სარჩელით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით ვადის მიუხედავად,რომლის დინება იწყება ალიმენტების მოთხოვნის მომენტიდან იმ შემთხვევაში თუ არსებობდა ამის თაობაზე შეთანხმება,ალიმენტების გადახდა ეკისრება მხარეს სასამართლოში მიმართვის მომენტიდან,წარსული პერიოდისთვის ისინი შეიძლება იძულებით გადახდილ იქნენ სამი წლის ფარგლებში სასამართლოში სარჩელის წარდგენის მომენტიდან თუ სასამართლოს მიერ დადგენილი იყო ის გარემოება,რომ სასამართლომდე მიღებული იყო ზომები რჩენის სარჩოს მისაღებად,მაგრამ ალიმენტები არ იყო გადახდილი იმ პირის მხრიდანვისაც ევალებოდა ალიმენტების გადახდა.
კითხვა;მაინტერესებს,შეუძლია თუ არა მამას იხადოს ალიმენტები ბავშვისთვის და არა ყოფილი მეუღლისთვის,უფრო კონკრეტულად მე მინდა გადავრიცხო ფულუ არა ცოლის არამეთ ბავშვის ანგარიშზე(ქალიშვილი სამი წლისაა).
პასუხი;სასამართლო გადაწყვეტილებით,არაუმეტეს თხუთმეტი პროცენტი ალიმენტების შესაძლებელია გადაირიცხოს ბავშვის საბანკო ანგარიშზე.
კითხვა;2005წელს მე გარდამეცვალა ბებია.მან მიანდერძა 1/2 ერთოთახიანი ბინის.ეს ბინა ეკუთნიდა მის ქმარს,რომელთანადაც ქორწინებაში იყო თხუტმეტი წლის განმავლობაში.წესით და რიგით ნახევარწელიწადში მე მივედი ნოტარიუსთან,მაგრამ მოხდა ისე ,რომ მე ვერ მივიღე მემკვიდრეობა,რადგან გაწვეულ ვიყავი ჯარში.შემიძლია თუ არა აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე მივიღო მემკვიდრეობა?
პასუხი;იმ შემთხვევაში თუ გაცდენილია დადგენილი ვადა,შესაძლებელია იმ მომენტიდან როცა საპატიო მიზეზის გამო,თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა მემკვიდრეობის მიღების,მიმართოდ სასამართლოს  სამკვიდროს მისაღებად გაცდენილი ვადის აღდგენის მოთხოვნით.ღოგორც ჩანს თქვენ გააცდინეთ ყველა ვადა,შეეცადეთ წარუდგინოთ სასამართლოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები,თუ გააკეთეთ რემონტი,სათანადო ხარჯაღრიცხვა და ა.შ.
კითხვა;45 წლის მანძილზე მე ვცხოვრობდი ქმართან არარეგისტრირებულ ქორწინებაში,ჩვენ ერთად გაუძღოდით საოჯახო მეურნეობას,საერთო შვილები ჩვენ არ გვყავს.არის კერძო სახლი,მიწის ნაკვეთები,მთელი ქონება პრივატიზირებულია ქმრის სახელზე,მე აღნიშნულ სახლში მხოლოდ რეგისტრირებული ვარ,ყველაფერი იყო შეძენილი ჩვენს მიერ ერთობლივად.ქმარი გარდაიცვალა ისე,რომ არავის არ დაუტოვა ანდერძი,მას ყავს დები,რომლებსაც არანაერი კავშირი ამ ქონებასთან არ გააჩნიად.შესაბამისად როგორ უნადა მივიღო ქმრის მემკვიდრეობა?
პასუხი;სამწუხაროთ იმისთვის რომ მიიღოდ ქმრის ქონება უნდა იყით მისი კანონიერი ცოლი,ამიტომ ერთადერთი გამოსავალია თქვენთვის ამტკიცოდ სასამართლოზე,რომ თქვენ იმყოფებოდით ქმრის კმაყოფაზე,შემდგომში თქვენ მოგეცემათ შანსი ქმრის დებთან ერთად იდავოდ ქონებაზე.
კითხვა;მამაჩემს სურს ჩემთვის აგარაკის დატოვება,მაგრამ ის შიშობს,რომ რომ ჩემი ცოლი განქორწინებისას განიზრახვავს აგარაკის გაყიდვას.
პასუხი;ნაჩუქარი ქონება განქორწინებისას არ ექვემდებარება გაყოფას.
კითხვა;ჩემ ქმარს დაუგროვდა საალიმენტო დავალიანება პირველ  ქორწინებაში შეძენილი ბავშვის მიმართ,მე ვაპირებ მანქანის ყიდვას,შეუძლიათ თუ არა სასამართლო აღმასრულებელს საჭიროებისას ყადაღა დაადონ ჩემ ავტომობილს?გამოდის რომ მანქანა შეძენილია ქორწინების დროს და ითვლება საერთო ქონებად.
პასუხი;რატქმაუნდა თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ მანქანა სხვა პირზე,შემდგომში კი ჩუქებით გაიფორმოთ თქვენ სახელზე.
კითხვა;მე გამაჩნია პრივატიზირებული ბინა რომელშიც ჩაწერილია ბებია,მე და დედაცემი.ყველას ააქვს თავისი წილი,ჩემ წილზე რეგისტრირებულია ჩემი ბავშვი.მაინტერესებს შემიძლია თუ არა მე ჩავწერო ბინის ჩემ წილზე სხვა ადამიანი,ბებიის და დედის თანხმობის გარეშე?
პასუხი;თუ განსაზღვრულია ბინით სარგებლობის წესი მაშინ კი,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ სასამართლოსადმი მიმართვა.
კითხვა;მე მისაღები დამჩა მემკვიდრეობა,მაგრამ გაცდენილი მაქვს კანონით დადგენილი ვადა,როგორ მოვიქცე?
პასუხი;თქვენ შეგიძლიად მიმართოთ სასამართლოს სამკვიდროს მისაღებად ვადის აღდგენის მოთხოვნით ან დანარჩენი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით მიიღოთ სამკვიდრო.
კითხვა;მე ვარ 25 წლის,ჩემი ძმა 45-ის,ბინა რომელშიც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ პრივატიზირებულია ორივეს სახელზე.მე მინდა გამოვისყიდო ცჰემი ძმის წილი,ბინის ღირებულების რა პროცენტი მე უნდა გადაუხადო ძმას?
პასუხი;ფასს განსაზღვრავს მესაკუთრე მაგრამ მის იძულებას ქონების გაყიდვაზე თქვენ ვერ შესძლებთ.
კითხვა;ჩემი ძმა ერთი პერიოდი იყო ჩაწერილი ჩემ ბინაში,რომელიც არის მარტო ჩემი საკუთრება.იმ პერიოდში როცა ის იყო რეგისტრირებული,მან აიღო საბანკო კრედიტები,რომლებიც ვერ დაფარა თავის დროზე და არც შესძლებს უნარი რადგან უმუშავარია.....შეუძლია თუ არა სასამართლო აღმასრულებელს ჩემ ბინაში არსებული ქონების დაყადაღება.
პასუხი;კი შეუძლია,მაგრამ თქვენ სასამართლოზე დაგჭირდებათ იმის მტკიცება ,რომ ნივთები არის თქვენი და არა თქვენი ძმის.
კითხვა;მე მყავს ორი შვილი-ვაჯი 9 წლის ქალიშვილი 2 წლის,განქორწინების შემდგომ რა პერიოდით უნდა იხადოს ყოფილმა ქმარმა ჩემთვის კუთვნილი ალიმენტები?
პასუხი;სანამ თქვენი ქალიშვილი არ მიაღწევს სამი წლის ასაკს.
კითხვა;სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად ეკუთვნის სამ მესაკუთრეს,მაგრამ მიწა არ არის გაყოფილი,მეზობლებმა ააშენეს მიშენება და გადამიჭრეს ჩემი კარებიდან გასასვლელი გზაზე,ჰქონდა თუ არა მეზობლებს ამის უფლება?
პასუხი;მიშენების აშენება არის სახლის რეკონსტრუქცია,შესაბამისად ითხოვს სპეციალურ ნებართვას და ყველა მესაკუთრის თანხმობას მშენებლობის დაწყებაზე,საწინააღმდეგოდ თვითნებური ქმედება იწვწვს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
კითხვა;მე და ჩემი ნათესავი ვფლობთ საკუთრების უფლებით წილებს სამოთახიან ბინაში ის აპირებს თავისი წილის გაყიდვას მე კიდევ მსურს მისი წილის ყიდვა,მაგრამ დაძაბული ურთიერთობების გამო მას არ სურს ჩემთვის თავისი წილის გაყიდვა,შესაბამისად მაქვს თუ არა მე უფლება ვიყიდო აღნიშნული წილი?
პასუხი;თქვენ გაქვთ,ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება,გამყიდველი ვალდებულია წერილობითი ფორმით შეგატყობინოთ ქავისი განზრახვა გაყიდოს წილი მესამე პირისათვის ფასის და სხვა გარემოებების მითითებით,იმ შემთხვევაში თუ დანარჩენი მფლობელები უარს იტყვიან ყიდვაზე ან არ შეისყიდიან წილს  ერთი თვის ვადაში(მოძრავ ნივთზე 10 დღეში) გამყიდველს ენიჭება უფლება გაყიდოს თავისი წილი ნებისმიერი პირისათვის,წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ იქნება დაცული ეს წესები,სხვა მოწილეს ააქვს უფლება სამი თვის მანძილზე აღძვრას სარჩელი,მყიდველის უფლების მინიჭებაზე გაყიდულ წილთან მიმართებაში,უპირატესი მყიდველის უფლების დათმობა არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით,ამ მუხლის წესი გამოიყენება მაშინაც როცა არსებობს გაცვლის ხელშეკრულება.
კითხვა;მე გარდამეცვალა ნათესავი,ეხლა ვაპირებ განცხადების შეტანას ნოტარიუსთან,ჩემს გარდა არიან კიდევ ნათესავები,რომლებიც ცხოვრობენ სოფელში,ბიძის გარდაცვალების თაობაზე ისინი არიან საქმის კურსში,ვარ თუ არა მე ვალდებული შევატყობინო ისინი ,რომ მე ვაპირებ გარკვეული პროცედურების დაწყებას მემკვიდრეობის მისაღებად?თუ ეს ვალდებულება ეკისრება ნოტერიუსს?
პასუხი;ნოტარიუსი აუცილებლად გკითხავთ,სხვა მემკვიდრეების არსებობის თაობაზე,თუ თქვენ განაცხადებთ რომ სახვა მემკვიდრეები არარსებობენ,ეს გარემოება გახდება საბაბად თქვენი როგორც უღირს მემკვიდრის ცნობის ფაქტს.